კომპანია Schuchman Wines Georgia ღვინის სპის სერვისის დანერგვას კახეთის გარდა, საქართველოს სხვა ადგილებშიც გეგმავს. როგორც კომპანიის დირექტორმა ნუცა აბრამიშვილმა „ბიზნესკონტაქტს“ განუცხადა, კახეთში არსებული სპა სტუმრებში დიდ მოწონებას იმსახურებს და მისი მომხმარებლები უმეტესად უცხოელი ტურისტები არიან.
"ყველა მასალა, რაც სპაში გამოიყენება, ადგილობრივი ნედლეულისგან რის დამზადებული. ეს არის 100 პროცენტით ბიო პროდუქცია. ყველა პროდუქტი ჩვენი ადგილობრივი ვენახებიდან მოდის და იცით, რომ საქართველოს ღვინის წარმოების 8 000 წლიანი ისტორია აქვს.
ჩვენი გრძელვადიანი მიზანია, სასტუმროებში სერვისის ქსელურ პროექტად ქცევა და ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია.
სპა სექტორი განვითარების ძალიან ადრეულ ფაზაშია საქართველოში და დიდი პერსპექტივები აქვს. ჩვენი კომპანია ღვინის სექტორშია, მაგრამ კომბინაციას ვაკეთებთ და ხარისხიან სერვისს უზრუნველყოფს", - ამბობს ნუცა აბრამიშვილი.
კახეთში ღვინის სპამ ფუნქციონირება მაისში დაიწყო, სერვისით სარგებლობა საშუალოდ 200-250 ლარი ჯდება.

























