მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნუცა კოღუაშვილი: სახელმწიფოს ერთიანი ხედვა არ გააჩნია - არ ვიცით, როგორ საქართველოს ვაშენებთ

5cc8536b3297f
ლევან თაღიაშვილი
30.04.19 19:40
3299
AltaOkay-ის გენერალური დირექტორის ნუცა კოღუაშვილის განცხადებით, სახელმწიფოს ერთიანი ხედვა არ გააჩნია, რაც ინვესტორებთან ურთიერთობისას დამაბრკოლებელი ფაქტორია.

ამის შესახებ მან „BMG ლანჩის“ დროს განაცხადა.

მისი თქმით,  ხედვაზე ფიქრი ბიზნესმა უნდა დაიწყოს.

„ინვესტორს სჭირდება ხედვა იმისა თუ საით მიდიხარ, ეს ხედვა ჩვენ არ გვაქვს. ინვესტორი არაა მხოლოდ ის ადამიანი, რომელსაც ვესაუბრებოდით ლონდონის საფონდო ბირჟაზე კომპანიების განთავსებაზე, ინვესტორია ასევე მკერავიც, რომელიც დაგროვილი დოვლათით ხვალ სხვა 2 ადამიანის დაქირავებას აპირებს. მე ვერ ვგრძნობ სახელმწიფოს მხრიდან ერთიან ხედვას, რომელიც ან პოლიტიკურ წრეებშია ან ბიზნესში ან სადმე სხვაგან. საზოგადოების აქტიურმა წევრებმა მაინც უნდა დავიწყოთ იმაზე ფიქრი, თუ როგორ საქართველოს ვაშენებთ. ეს შემდეგ შესაძლოა ხელისუფლებისთვის დაკვეთაც კი გახდეს“, - აცხადებს კოღუაშვილი.

კოღუაშვილი ამბობს, რომ საქართველო მსოფლიოს წინაშე ერთიანი ბრენდით უნდა წარსდგეს, თუმცა რა იქნება მისი მთავარი სავიზიტო ბარათი, ჯერჯერობით, ამაზე ჩამოყალიბებული არ ვართ.

„დღევანდელი ფინანსური სამყარო განვითარდა მაშინ, როდესაც აღმოაჩინა, რომ ხვალინდელი დღის დაგეგმვა შეიძლება უკეთესი შედეგის მომტანი იყოს. ერთი შეხედვით, „ხედვის არქონა“ ძალიან ზოგადად ჟღერს, თუმცა მთელი მსოფლიოს მამოძრავებელი ძალა სწორედ ხვალინდელი დღის მოლოდინზეა აგებული. საქართველო მსოფლიოს წინაშე, როგორც გაერთიანებული ბრენდი, ისე უნდა წარსდგეს და რა იქნება მთავარი სავაზიტო ბარათი, ამაზე უნდა შევთანხმდეთ“, - განმარტა კოღუაშვილმა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები