მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნუცა ქისტაური - მჯერა, ვაქცინაცია პანდემიას დაასრულებს, #აიცერი

60657a37427c1
ინგა მურუსიძე
01.04.21 11:51
1439

ნუცა ქისტაური, რომელიც „თანაინვესტირების ფონდში“ მუშაობს, მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. ის უერთდება Forbes Health-ის კამპანია #აიცერი და აცხადებს, რომ როგორც კი მისი რიგი მოვა, აუცილებლად აიცრება.

„მე ვარ ნუცა ქისტაური. ვმუშაობ „თანაინვესტირების ფონდში“ და ვიყავი კოვიდ-ინფიცირებული. მიუხედავად იმისა, რომ ვარ ახალგაზრდა, არ მაქვს თანმდევი დაავადებები, ვარ სრულიად ჯანმრთელი, კოვიდი ძალიან რთულად გადავიტანე. ინფიცირებიდან მე-10 დღეს განვითარდა ალერგია, რის გამოც ინფექციურ საავადმყოფოში მომიწია დაწოლა. 5 დღე გავატარე საავადმყოფოში და იმის მიუხედავად, რომ ექიმები მუდმივად გვერდში მედგნენ, არასდროს ვისურვებდი, რომ ჩემს ცხოვრებაში იგივე განმეორდეს.

დარწმუნებული ვარ, რომ ვაქცინაციის შემთხვევაში იგივეს გადატანა არ მომიწევს. ვაქცინაციის გარეშე ამ პრობლემას მოგვარება არ უწერია, რაც ვფიქრობ, რომ თითოეული ჩვენგანისთვის პრობლემის მოგვარების საწინდარია, რადგან ჩვენ, მოქალაქეები ვართ პასუხისმგებელი, რომ ვაქცინაციის საშუალებით დავასრულოთ ეს ყველაფერი.

თუ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ აიცრება, ეს პრობლემაც არ დასრულდება. მე აუცილებლად ავიცრები სწორედ იმის გამო, რომ ჩემი ბებია-ბაბუებისთვის ან სხვა ადამიანებისთვის რისკ-ფაქტორი აღარ ვიყო.

მე ვარ ნუცა ქისტაური, 26 წლის და მჯერა, რომ ვაქცინაცია პანდემიას დაასრულებს. #აიცერი“, - აცხადებს ნუცა ქისტაური მიმართვაში.





ცნობისთვის, BMG-ის და ForbesHealth-ის მიერ ვაქცინაციის პოპულარიზაციის მიზნით დაწყებული კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები საზოგადოებას ვაქცინაციის აუცილებლობაზე მოუყვებიან. როგორც Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი და BMG-ის დამფუძნებელი გიორგი ისაკაძე აცხადებს, ვაქცინაციის გარეშე ვერც ადამიანების სიცოცხლეს გადავარჩენთ და ვერც - ქვეყნის ეკონომიკას.

„ვაქცინაციის გარეშე საქართველოს ეკონომიკა ვერ დაიქოქება, ამიტომ #აიცერი. იმისთვის, რომ Teliver-ი და სხვა ახლახან ამოქოქილი ბიზნესები ან თუ გნებავთ, 30-წლიანი გამოცდილების მქონე ბიზნესები არ შეფერხდნენ და გააგრძელონ განვითარება, აუცილებელია, პირველ რიგში, გამოსწორდეს ეპიდვითარება, რომელიც გარდა ჩვენ მიერ წესების დაცვისა, პირდაპირ კავშირშია ვაქცინაციასთან“, - აცხადებს გიორგი ისაკაძე.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები