მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ნუგბარი" სიღნაღში ახალ საწარმოს ხსნის

5b47668d6ddda
მაია ბიწაძე
12.07.18 18:29
1550
შპს "ნუგბარი" ახალ საწარმოში მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს, ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანიის დამფუძნებელმა, ბიძინა ფხოველიშვილმა განუცხადა. მისი განმარტებით, ახალი საწარმო სიღნაღის რაიონში ოქტომბერში გაიხსნება. საწარმოში თავდაპირველად ყურძნის წვენის კონცენტრატს დაამზადებენ, შემდეგ კი ჩურჩხელის წარმოებაც დაიწყება.

"საწარმოს მშენებლობა უკვე დაწყებულია, შემოდგომაზე სავარაუდოდ 500-600 ტონა ყურძენს გადავამუშავებთ, რასაც მოსახლეობისგან შევისყიდით. თავდაპირველად საწარმოში ყურძნის წვენის კონცენტრატს დავამზადებთ, 2019 წლიდან კი ჩურჩხელის საწარმოო ხაზიც ამოქმედდება", - განაცხადა ბიძინა ფხოველიშვილმა.

მისი თქმით, ახალი საწარმო კომპანიას საშუალებას მისცემს ჩურჩხელის წარმოება მინიმუმ სამჯერ გაზარდოს, იქ დღეში საშუალოდ 8-10 ათასი ცალი ჩურჩხელა დამზადდება.

აღნიშნული პროექტის განხორციელებაში შპს "ნუგბარს" სამთავრობო პროგრამა "აწარმოე საქართველოში“ დაეხმარა, რომლის ფარგლებშიც, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ საქობოში შენობა-ნაგებობა გადაეცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები