მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნუკრი ქანთარია: ზოგად განათლებაში ჩვენ ძირეული რეფორმები ვერ გავაკეთეთ

5b4884930acac
მეგი კავთუაშვილი
13.07.18 14:51
384
საქართველოს პარლამენტის წევრის ნუკრი ქანთარიას განცხადებით, მმართველმა გუნდმა განათლების სისტემაში ძირეული ცვლილებების განხორციელება ვერ შეძლო.

„განათლებაში სამწუხაროდ ჩვენ ძირეული რეფორმები ვერ გავაკეთეთ. მოსაყოლი, რომ მოვუყვეთ შვილებს, აი ეს ვერ გავაკეთეთ. კი პედაგოგების ხარისხი, მათი დიფერენციაცია, მენტორი, ახლა აღარ მოვყვები. ხართ თუ არა თქვენ მზად საშაულო ზოგად განათლებაში ძირეული რეფორმებისთის და გაქვთ თუ არა ამის პრინციპული სურვილი, რომ ზოგადი განათლება გაიყოს სავალდებულო განათლებად ცალკე, ამის შემდეგ იყოს გარმადავალი სერიოზული გამოცდები და ის ხალხი, რომელიც ცოდნაზე იქნება ორიენტირებული, კოლეჯების სისტემა შემოვიდეს, უკვე მოწოდებების მიხედვით, ჰუმანიტარული, ტექნიკური ცოდნაზე ორიენტირებული და არა ისე, რომ მეთორმეტე კლასში ვარ, აღარ დადის არავინ. თუ ხარ ფუნდამენტალურად განწყობილი, მე რასაკვირველია, დაგიდგებით გვერდზე.“ - კითხვით მიმართა ნუკრი ქანთარიამ მიხეილ ბატიაშვილს.

ნუკრი ქანთარია განათლებისა და კულტურის სამინისტროების შერწყმას ნეგატიურად აფასებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები