მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნულოვანი საკომისიო, მოქნილი სისტემა, შეღავათიანი სამოგზაურო დაზღვევა", - Liberty-სა და Mastercard-ის ერთობლივი შეთავაზება მომხმარებლებს

ლიბერთი და მასტერქარდი

"ლიბერთის" ონლაინ გადახდების პლატფორმა Pay.ge და Mastercard უკვე ტრადიციად ქცეული აქციით ბრუნდებიან - 2 აპრილიდან ოთხი თვის განმავლობაში, ნებისმიერი ბანკის Mastercard ბარათით Pay.ge -ზე გადახდა საკომისიოს გარეშე განხორციელდება.

"მასტერქარდთან თანამშრომლობის ფარგლებში გასულ წელს მომხმარებლებს Pay.ge-დან ნებისმიერი სერვისის გადახდა ნულოვანი საკომისიოთი შევთავაზეთ. პოზიტიური უკუკავშირის მიღების შემდეგ შეთავაზების განახლება გადავწყვიტეთ", - ამბობს "ლიბერთის ციფრული პლატფორმებისა და არხების განვითარების ხელმძღვანელი დავით მესხიძე.

მხოლოდ ეს არაა. ლიბერთი და მასტერქარდი, ერთობლივი აქციის ფარგლებში მომხმარებლებს სამოგზაურო დაზღვევის შეღავათიან ფასად შეძენასაც სთავაზობენ - ამ ნაწილს კი ერთი მნიშვნელოვანი მოტივი ედო საფუძვლად:

"იქედან გამომდინარე, რომ ჩვენმა ნაკრებმა სრულიად ასე გაგვაბედნიერა და ივნისის თვეში ევროპის ჩემპიონატზე გერმანიაში მიემგზავრებიან, ვფიქრობთ, აღნიშნულ სერვისზე დიდი მოთხოვნა იქნება", - ამბობს დავით მესხიძე.

აღსანიშნავია, რომ წელს ამ აქციას განსაკუთრებული სიახლე დაემატა: კომუნალურების, ინტერნეტის და მობილური კავშირის გადასახადების დაფარვას საკომისიოს გარეშე შეძლებენ მომხმარებლები არამხოლოდ ნებისმიერი ქართული, არამედ უცხოური Mastercard ბარათითაც.

"ლიბერთისთან დიდი ხნის პარტნიორობა გვაკავშირებს, შესაბამისად პლატფორმა Pay.ge ჩვენთვის ძალიან საინტერესოა, გამომდინარე იქიდან, რომ ის არამხოლოდ ლიბერთის მომხმარებლებისთვის, არამედ ყველა ადამიანისთვისაა განკუთვნილი, მათ შორის მათთვისაც, ვინც საზღვარგარეთ ცხოვრობს. შესაბამისად, ეს ახალი შეთავზებაც მასტერქარდის ნებისმიერი ბარათის მფლობეს ამ სერვისის გამოყენების შესაძლებლობა ექნება", - გვითხრა Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოსა და სომხეთში დავით ზღუდაძემ.

არსებობის განმავლობაში Pay.ge-ს საკმაოდ ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი დაუგროვდა, მათთვის კი ახალი აქციის შესახებ ინფორმაციის მიღება და მისი გამოყენება, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე გახდა.

"რამდენიმე თვეა Pay.ge-ს მომხმარებელი ვარ. ჩემთვის ეს სერვისი განსაკუთრებით კომფორტული დაბალი საკომსიოს და მოქნილი გადახდის სისტემის გამოა. ახლა კი, რამდენიმე დღის წინ, ამ აქციის შესახებ შეტყობინება მივიღე და ეს ჩემთვის, როგორც მომხმარებლისთვის, კიდევ ერთი საინტერესო სიახლე აღმოჩნდა", - განაცხადა ჩვენთან საუბრისას ერთ-ერთმა მომხმარებელმა შაკო დავითულიანმა.

აღსანიშნავია, რომ ეს პარტნიორობა მუდმივ სიახლეებს, საინტერესო გეგმებს და მომხმარებლებზე მორგებულ შეთავაზებებს მოიცავს. ამიტომ, წინ კიდევ ბევრი ამბავია, რომელსაც მასტერქარდი და ლიბერთი ერთობლივი ძალებით შექმნიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები