მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Numbeo: საქართველო დაბინძურების ინდექსით, მსოფლიოში 35-ე ადგილზეა

577283c0457b0
BM.GE
28.06.16 17:58
2074
Numbeo-ს დაბინძურების ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს 100 ქვეყანას შრორის 35-ე ადგილს იკავებს. საქართველოს ინდექსი 2016 წლის ივნისის მონაცემებით 69,9-ია.

რაც შეეხება რეიტინგს ქალაქების მიხედვით, ის ჯამში 200-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს და აღნიშნულ სიაში თბილისი 55-ე ადგილზეა.

Numbeo-ს რეიტინგი ისეთ ინდიკატორებს სწავლობს, როგორებიცაა ჰაერის ხარისხი, ხელმისაწვდომობა სუფთა წყალზე, წყლის დაბინძურების მაჩვენებელი, რამდენად მიიჩნევს მოსახლეობა მის ქალაქს სუფთად, გამწვანებული ადგილების რაოდენობა.

რეიტინგის მიხედვით, საქართველოში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი მაღალია, მისი ინდექსი 67-ია. ასევე მაღალია ქალაქში გამწვანებული ადგილების რაოდენობით გამოწვეული უკმაყოფილება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები