საქართველოში ფერმერები სექტემბრისთვის კაკლისა და ნუშის მოსავლის აღებას დაიწყებენ, მანამდე კი სამზადისი მიმდინარეობს, რათა ისინი 2024 წლის მოსავალს უფრო მეტად მომზადებულები დახვდნენ. ინდუსტრია მზარდ ნიშნულზეა და წლევანდელი კაკლისა და ნუშის მოცულობაც ამის დასტური იქნება. ფერმერთა ხელშეწყობის პროცესში აქტიურად არის ჩართული ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაცია. მხარდაჭერის ნაწილია ღონისძიება, რომელსაც ასოციაციამ ფერმერებისთვის პარასკევს უმასპინძლა. ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციამ ,,სასოფლო სამეურნეო ტექნოლოგიების და ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის’’ პროექტის ფარგლებში ნუშისა და კაკლის მოსავლის ამღები ტექნიკის და შხამ ქიმიკატების გამოფენა მოაწყო. გამოფენა მცხეთაში, სოფელ ნიჩბისის ნუშის ბაღში გაიმართა. როგორ ჩაიარა გამოფენამ და რა მნიშვნელობის არის ფერმერებისთვის ტექნიკაზე ხელმისაწვდომობა?