ფრანჩესკო რიველა, იტალიელი ქიმიკოსი, რომლის სახელსაც Nutella-ს შექმნაში გაწეული კონტრიბუცია უკავშირდება, 14 თებერვალს 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. "Nutella-ს მამამ", როგორც მას იტალიური მედია მოიხსენიებდა, კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა გლობალურად პოპულარული შოკოლადის სპრედის შექმნაში, Ferrero-ში მუშაობისას.
რიველა Ferrero-ში 1952 წლიდან დასაქმდა. 25 წლის ასაკში იგი უკვე მუშაობდა კომპანიის ქიმიურ ლაბორატორიაში და ისეთი პოპულარული ტკბილეულის შექმნაში მიიღო მონაწილეობა, როგორებიცაა Kinder და Ferrero Rocher.
ფრანჩესკო რიველა ინოვაციისკენ სწრაფვამ მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ გაიტაცა, სხვადასხვა ქვეყანაში არაერთი სახეობის ტკბილეულის დასაგემოვნებლად, არა მათი ლაბორატორიაში გამეორების, არამედ დახვეწისა და გაუმჯობესების მიზნით. სწორედ მისმა შესაძლებლობამ, ეპოვა ბალანსი ტრადიციასა და ინოვაციას შორის, აქცია Ferrero კომპანიად, რომელსაც დღეს ყველა იცნობს.
რიველა თავის მშობლიურ ქალაქში, ბარბარესკოში დაკრძალეს.




























