Nutella-ს მწარმოებელმა Ferrero-მ სპეციალური სარეკლამო კამპანია დაიწყო - კომპანია ცდილობს დაარწმუნოს მომხმარებელი, რომ პალმის ზეთი, რომელიც მათს პროდუქტებში გამოიყენება, სიმსივნეს არ იწვევს.
მაისში ევროპის სურსათის სტანდარტების ორგანომ განაცხადა, რომ დამბინძურებლები, რომლებიც პალმის ზეთშია აღმოჩენილი, კანცეროგენულია და საფრთხის შემცველია ბავშვებისთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ პროდუქტების მოხმარება ზომიერების ფარგლებში ხდება.
შედეგად მაგალითად იტალიაში რამდენიმე რითეილერმა მათს ქსელში პროდუქციის შეტანა აკრძალა. ამის საწინააღმდეგოდ კომპანია „ფერერომ“ სარეკლამო კომპანია დაიწყო, რომ მათი პროდუქტები უსაფრთხოა.
Ferrero აცხადებს, რომ Nutella-ში პალმის ნაცვლად სხვა ტიპის ზეთის გამოყენება პროდუქციის ხარისხს გააფუჭებს და შოკოლადს ისეთი კონსისტენცია არ ექნება, როგორიც მანამდე. ამასთან, როგორც ცნობილია, შოკოლადში პალმის ზეთის ნაცვლად, მზესუმზირის ზეთის გამოყენება კომპანიას უფრო ძვირი დაუჯდება.

























