მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ნუტრიმაქსი“ ზაფხულიდან კატებისა და ძაღლების საკვების წარმოებას იწყებს

63ca2eda76342
ვიქტორია მღებრიშვილი
20.01.23 10:30
1484
მეცხოველეობისთვის საკვების მწარმოებელი „ნუტრიმაქსი“ კატებისა და ძაღლების საკვების წარმოებას მიმდინარე წლის გაზაფხულზე აამოქმედებს. ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიის მმართველმა პარტნიორმა ბექა ბექაიამ უთხრა.

“ნუტრიმაქსი” სოფელ გამარჯვებაში შინაური ცხოველების - ძაღლებისა და კატების საკვების საწარმოს გახსნას, 3 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიციით, 2022 წლის შემოდგომაზე გეგმავდა, თუმცა გარკვეული სირთულეების გამო ეს პროცესი გახანგრძლივდა. ბექა ბექაია ამას ლოგისტიკური პრობლემებით და საწარმოო ხაზების ტრანსპორტირების დაგვიანებით ხსნის.

„საწარმო სატესტო რეჟიმში თებერვლიდან ამოქმედდება და მისი სიმძლავრე თვეში 2 000 ტონა ძაღლის და კატის საკვები წარმოება იქნება. შედეგად, კომპანია დამატებით 20-მდე სამუშაო ადგილს შექმნის“, - აღნიშნა ბექაიამ და დასძინა, რომ დღეისთვის კომპანია 120 ადამიანს ასაქმებს.

უნდა აღინიშნოს, რომ „ნუტრიმაქსის“ ცხოველების საკვები, რომელიც მეცხოველეობისთვის იწარმოება, დღეისთვის ექსპორტზე სომხეთსა და აზერბაიჯანში გადის. ახალი საწარმოს ამოქმედების შემდეგ კი კომპანია საექსპორტო ბაზრებს გააფართოებს.

„წარმოების ამოქმედების შემდეგ კომპანია საექსპორტო ბაზრების გაფართოებას და ახალი პროდუქტის რეალიზებას შუა აზიის და აფრიკის ქვეყნების მიმართულებით გეგმავს. მუშაობა უკვე მიმდინარეობს უგანდასთან, ტანზანიასთან, კენიასთან, უზბეკეთთან, ყაზახეთთან“, - უთხრა BM.GE-ს კომპანიის მმართველმა პარტნიორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები