მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნუცა რამიშვილი წინანდლის მამულის ახალი გენერალური მენეჯერია

ნუცა რამიშვილი წინანდლის მამულის ახალი გენერალური მენეჯერია
BM. GE
04.10.23 16:33
353

წინანდლის მამულს, რომელიც სასტუმრო  “რადისონ ქოლექშენსდაპარკ ჰოტელსაერთიანებს ახალი გენერალური მენეჯერი ჰყავს. ამიერიდან ორივე სასტუმროს ნუცა რამიშვილი უხელმძღვანელებს.

ნუცა რამიშვილისილქ ჰოსფითალითისგუნდს 2019 წელს შეუერთდა. საერთაშორისო სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესში მუშაობის შემდეგ, ნუცა ბოლო ოთხი წლის  განმავლობაში მულტიფუნქციური სივრცის “რესპუბლიკის”, შემდეგ კი რადისონ ბლუ ივერია თბილისისსაოპერაციო მენეჯერის პოზიციას იკავებდა, შემდგომ კისილქ ჰოსფითალითისაღმასრულებელი ასისტენტ მენეჯერი გახლდათ.

ნუცას დამოუკიდებელი ცხოვრება 15 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც სასწავლებლად ბრიტანეთში, Dauntsey’s სკოლაში ჩააბარა. შემდეგ იყო Glion-ის უნივერსიტეტი შვეიცარიაში, UCLA ლოს-ანჯელესში, სამუშაო გამოცდილება Ritz-Carlton-ში, Kempinski -სა და მსოფლიოს საუკეთესო სასტუმროებში. 

 “როცა პირველად წავედი სასწავლებლად საზღვარგარეთ  და მკითხეს ჩემი ქვეყნის შესახებ, გამიჩნდა მოტივაცია, რომ მესწავლა სტუმარმასპინძლობა, დამეგროვებინა გამოცდილება და ჩემი ცოდნა ჩემი ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე წარდგენისთვის გამომეყენებინა. აქ სამშობლოს განცდა მაქვს და მთელი ჩემი საქმიანობით ვცდილობ, რომ სასტუმროში ჩამოსულ სტუმარს არამარტო წინანდლის მამულზე, არამედ საქართველოზე დარჩეს დადებითი შთაბეჭდილება.

წინანდლის მამულს მასპინძლობის ორსაუკუნოვანი ისტორია აქვს. “სილქ ჰოსფითალითი” ამაყად აგრძელებს ამ ტრადიციას: მამულის ტერიტორიაზე ვმართავთ 2 სასტუმროს, ჯამში 200 ოთახს,  8 ბარსა და რესტორანს, ქვეყნის მასშტაბით გამორჩეულ ორ საკონცერტო დარბაზს, სადაც არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარებულა. “სილქ ჰოსფითალითის” მმართველობაშია საქართველოში ყველაზე ხშირად მონახულებადი მუზეუმი - ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი და წინანდლის ისტორიული პარკი.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ წინანდლის მამულს და აქ დასაქმებულ 300 ადამიანს უდიდესი როლი აქვს რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. ჩვენი თანამშრომლების დიდ ნაწილს სწორედ ადგილობრივები წარმოადგენენ. ჩვენი გუნდი გაერთიანებულია ერთი იდეის გარშემო - მამულის ისტორიისა და ფასეულობების შენარჩუნებით, ახალი სიცოცხლე შევძინოთ ამ უნიკალურ ადგილს. Ნოემბერში, გიორგობისთვეს წინანდლის მამულის ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება, სწორედ აქ, ჩვენ ვუმასპინძლებთ პირველ საერთაშორისო ღვინის სიმპოზიუმს. Მიხარია რომ მე ამ პროცესების მონაწილე ვარ. ”

2006 წლიდან “სილქ როუდ ჯგუფმა” წინანდლის მამულის განახლებაში 60 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა: აღდგა ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმი, წინანდლის პარკი და ისტორიული ვენახები, დაემატა უმაღლესი სტანდარტების ახალი ღვინის ქარხანა, რესტავრაცია ჩაუტარდა მუზეუმში დაცულ 100-ზე მეტ ექსპონატს, სამუზეუმო ფონდი გამდიდრდა 500-ზე მეტი ექსპონატით; 2018 წელს წინანდლის მამულში კახეთში პირველი საერთაშორისო ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო, „რადისონ ქოლექშენი“, 2019  წელს კი სასტუმრო “პარკ ჰოტელი” გაიხსნა.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები