მამუკა ბერიაშვილი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ დგამს ამ ნაბიჯს ევროკავშირი, რამდენადაც სოკოვანი თუ სხვა დაავადებების აღმოჩენის ფაქტები ქართულ თხილში მცირდება.
“ჩვენი ბოლო ინფორმაციით, გაგვიმკაცრეს მოთხოვნები და ახალი წლის შემდეგ მოლოდინი გვაქვს, რომ საექსპორტო პარტიების 50% შემოწმებას დაექვემდებარება. ბოლო პერიოდის სტატისტიკა არ არის ისეთი კატასტროფული, რომ ამ ნაბიჯის აუცილებლობა ყოფილიყო. ვფიქრობ, ეს იქნება შემაფერხებელი ბიზნესისთვის, მეწარმეებისთვის, რომლებიც თხილის ექსპორტს ევროკავშირში ახორციელებენ”,- აცხადებს ბიზნესმენი, რომელიც თხილს რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში ყიდის.

























