"ნუთუ წარმოვიდგენდით, რომ ხადური და ქუმსიშვილი მოგვენატრებოდა", - ამის შესახებ დეპუტატი რომან გოცირიძე აცხადებს. ის ეკონომიკური პროფილის მინისტრობის კანდიდატებს კომპეტენციას უწუნებს და აცხადებს, რომ მათ წარმოდგენა არ აქვთ ქვეყნის მაკროეკონომიკურ და საფინანსო გარემოზე.
"ეს არის ყველაზე სუსტი მთავრობა. მძიმე ვითარება იქნება ფინანსებში და ეკონომიკაში. ეს ადამიანები შემთხვევით აღმოჩნდნენ აქ. მათგან იდეები ვერ დავინახე. ნუთუ საქართველოში დადგებოდა დრო, რომ მოგვენატრებოდა ხადური და ქუმსიშვილი. ხედვების არმქონე მთავრობის მომავალი არის უპერსპექტივო. მე მაინტერესებს რა ნიშნით შეირჩნენ ისინი მინისტრობის კანდიდატებად. კითხვები მაქვს რატომ მოდიან მთვრობაში და რა მოტივაცია ამოძრავებთ", - აცხადებს bm.ge-თან რომან გოცირიძე.