Sotheby's-ის აუქციონზე Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორის, ჯენსენ ჰუანგის ტყავის ქურთუკი 960 000 აშშ დოლარად გაიყიდა. აუქციონზე მიღწეული შედეგი მნიშვნელოვნად აღემატება ლოტის წინასწარ ფასს, რომელიც 40 000–60 000 აშშ დოლარს შეადგენდა.ტყავის ქურთუკი უკვე თითქმის 20 წელია ჯენსენ ჰუანგის იმიჯის განუყოფელი ნაწილია. Nvidia-ს ხელმძღვანელი საჯარო ღონისძიებებზე თითქმის ყოველთვის ტომ ფორდის შავ ტყავის ქურთუკს ატარებს, რომლის ფასიც 10 000 დოლარია. აუქციონზე გაყიდული ქურთუკი ჰუანგს 2023 წელს, Foxconn-ის ღონისძიებაზე, ტაიბეიში ეცვა.
თავად ჰუანგიც ხშირად ხუმრობს საკუთარ სტილზე. 2016 წელს Reddit-ზე საკუთარ თავს მან „ტყავის ქურთუკიანი ბიჭი“ ("the guy in the leather jacket") უწოდა, 2023 წელს კი ერთ-ერთ პოდკასტში სტუმრობისას აღნიშნა, რომ მის ჩაცმულობაზე მეუღლე და ქალიშვილი ზრუნავენ.
2024 წელს კომპიუტერული გრაფიკის კონფერენციაზე ჰუანგმა თავისი ერთ-ერთი ქურთუკი Meta-ს აღმასრულებელ დირექტორს, მარკ ცუკერბერგს აჩუქა. ცუკერბერგმა ის მაშინვე მოირგო და ხუმრობით აღნიშნა: „ეს ქურთუკი უფრო ძვირი ღირს, რადგან უკვე ნატარებია.“
Sotheby's-ის განცხადებით, აუქციონიდან მიღებული თანხა სრულად გადაირიცხება ორგანიზაცია Edge Institute-ში, რომელიც ინოვაციების განვითარებას უწყობს ხელს. თანხა სტიპენდიებისა და საგრანტო პროგრამების დაფინანსებას მოხმარდება.


































