მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Nvidia-ს CEO-მ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში 27-ე ადგილი დაიკავა

ჯენსენ ჰუანგი

2023 წლის ხელოვნური ინტელექტის ინვესტიციების ფონზე, Nvidia-ს აქციების ფასის ზრდა, სხვა კომპანიებთან შედარებით, ყველაზე მაღალი იყო , რამაც ჩიპების მწარმოებლის აღმასრულებელი დირექტორი ჯენსენ ჰუანგი ძალიან მდიდარი გახადა - ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, ტაივანში დაბადებული ჯენსენ ჰუანგი წმინდა ქონება ახლა $13,8 მილიარდიდან $43,5 მილიარდამდეა, ეს კი მისი კომპანიისა და მიმდინარე წელს კომპანიის აქციების 250%-ით გაზრდით არის გამოწვეული.

მიმდინარე წელს, Nvidia-ს უზარმაზარმა მოგებამ კომპანია S&P 500 საუკეთესო აქციად აქცია, რომელმაც Meta Platforms-სა და Tesla-ს, აჯობა.

ჰუანგი შესაძლოა ჯერ არ იყოს ისეთი მდიდარი ან ცნობილი, როგორც მარკ ცუკერბერგი ან ელონ მასკი, თუმცა, ის Bloomberg-ის 500-კაციანი მდიდრების სიაში მოხვდა და 27-ე ადგილი დაიკავა. ეს ნიშნავს, რომ მისი ქონება ახლა Nike-ის დამფუძნებლის ფილ ნაითსის, ციტადელის აღმასრულებელ დირექტორს კენ გრიფინს და Blackstone-ის ზემო სტივენ შვარცმანს ქონებას აღემატება.

ჰუანი 1963 წელს ტაივანში დაიბადა. ჰუანგმა Nvidia თავის მეგობრებთან კრის მალახოვსკისთან და კურტის პრიემთან ერთად აღმოსავლეთ სან ხოსე დენისში 1993 წელს დაარსა და მას შემდეგ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია.

„არაფერია ჩემთვის უფრო სახალისო, ვიდრე თაობაში ერთჯერადი კომპანიის აშენება ყველა ჩემს მეგობართან ერთად, ვერ წარმომიდგენია ამის გარდა სხვა რამის კეთება", - განუცხადა ჰუანგმა Business Insider-ს 2021 წლის აპრილში.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები