Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე ჯენსენ ჰუანგის დაბრუნების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარი სააქციო წილიდან $15 მილიონამდე პირდაპირი მოგება მიიღო.
30 სექტემბრის მდგომარეობით, ტრამპის საინვესტიციო ანგარიში Nvidia-ს 370,000-მდე აქციას ფლობდა და თუ პრეზიდენტს აღნიშნული პოზიცია გასულ დღეებში არ გაუყიდია, მაშინ ის გუშინდელ სავაჭრო სესიაზე 32%-ით უნდა გაზრდილიყო, რაც $15-მილიონიან ცვლილებას ნიშნავს.
აღსანიშნავია, რომ Nvidia-ს გენერალურ დირექტორად ჯენსენ ჰუანგის დაბრუნება პირდაპირ უკავშირდება დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, რომელმაც კომპანიის საბჭო "დაარწმუნა", რომ ჰუანგი CEO-ს პოსტზე უნდა დაებრუნებინათ. ამ საკითხზე პრეზიდენტმა საჯარო მიმართვაში ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი ძალისხმევის გარეშე ჰუანგის დაბრუნება მოსალოდნელი არ იყო.
ცნობისთვის, Nvidia-ს დირექტორის დაბრუნებამ კომპანიის აქციების 32%-იანი ზრდა, Nasdaq-ის ინდექსის 7%-იანი მატება და ამერიკული საფონდო ბაზრის $3 ტრილიონით ზრდა გამოიწვია. ეს სიახლე ინვესტორებმა იმდენად პოზიტიურად მიიღეს, რომ Nvidia-ს შეფასება ერთ დღეში თითქმის $1 ტრილიონით გაიზარდა, რაც ახალი გლობალური რეკორდია.
























