მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

NYT: ქაოტური განაშენიანება საქართველოს ზღვისპირა ქალაქში გარკვეულ შეშფოთებას იწვევს

577ce03253aee
BM.GE
06.07.16 14:28
2825
გამოცემა New York Times ბათუმის შესახებ სტატიას აქვეყნებს, სათაურით „ქაოტური განაშენიანება საქართველოს ზღვისპირა ქალაქში, ხანდახან შეცბუნებას იწვევს“. სტატიის ავტორი წერს, რომ ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა ქალაქისთვის უფრო თანამედროვე იერსახე მიეცა.
 
„უცნაური არქიტექტურა მოიცავს, როგორც თანამედროვე ტიპის სახლებს, ასევე მეცხრამეტე საუკუნის აივნებს.

მიუხედავად, იმისა რომ ისტორიული ბათუმის ნაწილი უცვლელი დარჩა, ათობით შენობა იქნა შეცვლილი ინვესტორების მოსაზიდად, სადაც შემდგომ კაზინოები და სასტუმროები განთავსდა. მოქალაქეთა ჯგუფის პროტესტის მიუხედავად, მცირე ზომის სახლების უმეტესობა დაინგრა“, - წერს გამოცემა.

გამოცემა წერს, რომ ბათუმში ტურისტების რიცხვი დიდია, თუმცა არა მხოლოდ სანაპიროს დამსახურებით, - ავტორი აღნიშნავს, რომ ტურისტების უმეტესობას ბათუმში სათამაშო ბიზნესი და კაზინოები იზიდავს. ავტორს მაგალითად თურქი ტურისტები მოჰყავს, სადაც აზარტული თამაშები აკრძალულია. გამოცემა ადგილობრივი ტურიზმის დეპარტამენტზე დაყრდნობით, წერს, რომ ბათუმში მიმდინარე წელს იდევ 5 კაზინოს გახსნა იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები