გამოცემა NYT ქართულ სამზარეულოზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს სათაურით - „მოკრძალებული მაგია საქართველოს დედაქალაქის სარესტორნო რენესანსში".
გამოცემის ობიექტივში მოხვდა რესტორანი შავი ლომის ხელმძღვანელი და დამფუძნებელი მერიკო გუბელაძე. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ მზარეულმა ტრადიციული ქართული კერძების რეცეპტები გადაახალისა და ბოლო წლებია მსგავს ტენდენციას არაერთი ქართული რესტორანი მისდევს. ნატურალური პროდუქტების და ქართული ღვინის მხარდამჭერად გამოცემა მოიხსენიებს vinounderground-საც და აღნიშნავს, რომ ორივე ერთად საქართველოში კულინარიული რევოლუციის პიონერები იყვნენ.
NYT აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში საქართველოში არაერთი ნახევრად საოჯახო ტიპის რესტორანი გაიხსნა და ამასთან მათი მონახულება და ქართული კერძების დაგემოვნება "ადგილობრივი ვალუტის ღირებულების გათვალსიწინებით, არამარტო საინტერესო არამედ ადვილიცაა", - წერს ავტორი.
გამოცემა მკითხვეს ძველი თბილისის მონახულებას ურჩევს, - განსაკუთრებით კი მშრალი ხიდის ტერიტორიის სადაც მათ „ძველი რქების და საბჭოთა სამახსოვრო ნივთების“ შეძენა შეუძლიათ.
კიდევ ერთი რესტორანი, რომლის მონახულებასაც ავტორი მკითხველს ურჩევს, „ბარბარესთანაა“, - გამოცემა წერს, რომ საოჯახო ბიზნესმა რამდენიმე საუკინის წინ შექმნილი კულინარიული წიგნი გააცოცხლა და გურმანებამდე მიიტანა.

























