NYtimes ქართველ ინტერიერის დიზაინერებზე ნატა ჯანბერიძესა და ქეთი თოლორაიაზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს.
გამოცემა წერს, რომ დიზაინერებმა შემოქმედებითი საქმიანობა ერთგვარ ვაკუუმში დაიწყეს, - პოსტ-საბჭოთა ქვეყნის დედაქალაქში, სადაც წლების განმავლობაში, კრეატიული პირებისთვის მხოლოდ ადგილობრივი ბაზარი არსებობდა.
„მიუხედავად ამისა, ახალგაზრდა დიზაინერებმა მკაფიოდ დასავლური სტილის მიზანმიმართული ბრენდი შექმნეს, სადა/უბრალო სახელწოდებით ROOMS”, - წერს გამოცემა და ქართველი დიზაინერების ნამუშევრებს ერთდროულად ავანგარდულს და ირონიულს იწოდებს, რომელიც ხშირად საქართველოს ისტორიით არის ინსპირირებული.
გამოცემა ასევე წერს, რომ თბილისი ერთ-ერთია ევროპულ ქალაქებს შორის, რომელმაც ეკონომიკურ წარმატებას მიაღწია და სათავგადასავლო ტურების მოყვარულებისთვის მექად იქცა. სტატიის ავტორი ვრცლად აცნობს მკითხველს თბილისს და მას გასული საუკუნის 90-იანი წლების პრაღასაც ადარებს.
„ნატა ჯანბერიძეც და ქეთი თოლორაიაც ძველ თბილისშიუ ცხოვრობენ, - ეს ქალაქის ის ნაწილია, რომელშიც უმეტესად 18-19 საუკუნის არქიტექტურის შენობებს ნახავთ“, - წერს გამოცემა.

























