მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NYtimes: კვირიკაშვილის გადადგომა ნათლად ასახავს ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების გამწვავებას

5b2163af196ad
მარიამ ადამია
13.06.18 22:33
1033
“მმართველ გუნდთან აზრთა სხვადასხვაობის გამო, საქართველოს პრემიერი თანამდებობიდან გადადგა“ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა The New York Times, რომელიც წერს, რომ გიორგი კვირიკაშვილსა და „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს შორის, აზრები ეკონომიკურ საკითხებზე არ ემთხვეოდა, თუმცა რას გულისხმობდა „ეკონომიკურ საკითხებში“ ყოფილ პრემიერს არ დაუკონკრეტებია.

გამოცემა aljazeera კი, პრემიერის წასვლას მასობრივ აქციებს უკავშირებს. „მასობრივი საპროტესტო აქციების შედეგად, საქართველოს პრემიერ მინისტრი თანამდებობიდან გადადგა“ - ასეთია სტატიის სათაური სადაც აღნიშნულია, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სხვადასხვა მიზეზით გააქტიურებულმა საპროტესტო აქციებმა, მისი როგორც პრემიერის თანამდებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, საბოლოოდ კი „ქართული ოცნების“ ლიდერთან ბიძინა ივანიშვილთან არსებული აზრთა სხვადასხვაობის გამო, პრემიერმა საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობა დაეტოვებინა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები