ქალები რომ მართავდნენ მსოფლიოში ყველა ქვეყანას, ცხოვრების საერთო სტანდარტები გაუმჯობესდებოდა. ამის შესახებ აშშ-ის 44-ე პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა. სინგაპურში სიტყვით გამოსვლისას, მან აღნიშნა რომ ქალები არ არიან უნაკლოები, თუმცა, უდავოდ უკეთესები არიან მამაკაცებთან შედარებით.
მისივე თქმით, მსოფლიოში პრობლემების უმეტესობა მოდის ასაკოვანი ადამიანებისგან, ძირითადად მამაკაცებისგან, რომლებსაც ძალაუფლება აქვთ.
„დარწმუნებული ვარ რომ ორი წლის განმავლობაში ყველა ქვეყანას დედამიწაზე ქალი რომ მართავდეს, დაინახავდით მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ყველა კუთხით... ცხოვრების პირობების.. შედეგების“, - განაცხადა ბარაკ ობამამ.
ობამა აშშ-ის პრეზიდენტის პოსტს 2009-დან 2017 წლამდე იკავებდა.

























