მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ობამა: ახლა ნავთობი იაფია, მაგრამ მისი ფასი აუცილებლად გაიზრდება

5774da4cc2f38
BM.GE
30.06.16 12:36
1366
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა დარწმუნებულია, რომ ადრე თუ გვიან ნავთობის ფასები გაიზრდება.
 
"ახლა ნავთობი იაფია, მაგრამ ის აუცილებლად გაძვირდება და მისი ფასი სულ უფრო და უფრო გაიზრდება, რადგან ის შეზღუდულ რესურსად გვევლინება და მისი მოპოვება კიდევ უფრო დიდ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული", - ქალაქ ოტავაში ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნების ლიდერების სამიტზე გამოსვლისას, განაცხადა ობამამ.

ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, ტექნოლოგიური განვითარება წინ მიდის, ვითარდება მზისა და ქარის ენერგიები, ჰიდრორესურსები.

შეერთებული შტატების, კანადისა და მექსიკის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ გარემოს დაცვის პარტნიორობას შექმნიან, რომლის ჩარჩოებშიც კონტინენტზე 2025 წლისთვის სუფთა ენერგეტიკის წილის, მთლიანი პროდუქციის საერთო წარმოებიდან 50 %-მდე გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები