ლიბერთის ლოიალობის პროგრამა ‘CashBack’ საახალწლოდ ლიბერთის Visa ბარათის მფლობელებს ყველაზე მაღალ ქეშბექს დაუბრუნებს. ამის შესახებ ინფორმაციას ლიბერთი ავრცელებს.
აქციის ფარგლებში, CashBack-ის მეგობარ ობიექტებში ლიბერთის Visa ბარათით ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას, მომხმარებლები გადახდილი თანხის 60%-მდე ნაწილს ანგარიშზე მომენტალურად დაიბრუნებენ.
რაც შეეხება ობიექტებს, რომლებშიც ლიბერთის მომხმარებლები ახალი წლის აქციით შეძლებენ სარგებლობას, შემდეგია:
მინისო • Miniso
Tsvara • ცვარა
Xs Toys
Biblusi • ბიბლუსი
Pepela toy store • პეპელას სათამაშოები
IKANI • იკანი
SEZONI.GE
სმაგლერსი • SMUGGLERS
Jungle Fever
იმ შემთხვევაში, თუ ლიბერთის Visa ბარათი არ გაქვთ, მისი აღება შემდეგნაირადაა შესაძლებელი: ესტუმრე ლიბერთის ნებისმიერ ფილიალს და სულ რამდენიმე წუთში გახდილიბერთის Visa ბარათის მომხმარებელი. ფილიალში ვიზიტის დაჯავშნა წინასწარ შეგიძლია: https://libertybank.ge/ka/booking
თუ უკვე გაქვს ლიბერთის ანგარიში, დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიზაცია ლიბერთის მობაილ ბანკში და მარტივად აიღე ციფრული Visa ბარათი, რომლის გამოყენებასაც Apple Pay-ით ან Google Pay-ით გადახდისას შეძლებ და ბარათის ყველა ბენეფიტითაც ისარგებლებ.
შეთავაზების გასააქტიურებლად, გადმოწერეთ CashBack ის აპლიკაცია: iOS | Android ან შედით ვებ გვერდზე www.cashback.ge. თუ უკვე ხართ ლიბერთის ინტერნეტ/მობაილ ბანკის მომხმარებელი, CashBack ის აპლიკაციაში ავტორიზაციას იგივე მონაცემებით გაივლით. თუ ჯერ არ სარგებლობთ ლიბერთის ინტერნეტ მობაილ ბანკით, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია.
ავტორიზაციის გავლის შემდეგ, CashBack-ის აპლიკაციაში აირჩიეთ სასურველი მეგობარი ობიექტი, დააჭირეთ ღილაკს "აქტივაცია" და მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ლიბერთის ბარათით ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას, დაიბრუნეთ თანხა მომენტალურად.
ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack 500-ზე მეტ პარტნიორ კომპანიას აერთიანებს. CashBack ერთადერთი ლოიალობის პროგრამაა საქართველოში მობილური აპლიკაციით, რომელიც ყველა შეთავაზებას ერთ პლატფორმაზე აერთიანებს.