მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ობიექტივი" "პატრიოტთა ალიანსის" რეკლამის არასაარჩევნო პერიოდში განთავსებისთვის 3132 ლარით დაჯარიმდა

5b7167e7d869d
თელარა გელანტია
13.08.18 15:07
1022
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივი“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო, 3132 ლარით დააჯარიმა.

კომისიის ინფორმაციით, „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივი“ საკუთარ ეთერში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკურ რეკლამას არასაარჩევნო პერიოდში ანთავსებდა.

„გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, იდენტური დარღვევისთვის „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტის“ მიმართ კომისიას გამოყენებული აქვს წერილობითი გაფრთხილება, კომპანიას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის განმეორებით დარღვევისთვის ფულადი ჯარიმა დაეკისრა და პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ სარეკლამო რგოლის სამაუწყებლო ბადიდან დაუყოვნებლივ ამოღება დაევალა“, - ნათქვამია კომისიის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები