მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ობლიგაციები არის ყველაზე სწრაფად მზარდი პროდუქტი საქართველოს საფინანსო სივრცეში"

5c4b063403296
ელენე გოგბერაშვილი
25.01.19 17:10
1193

„ობლიგაციები არის ყველაზე სწრაფად მზარდი პროდუქტი საქართველოს საფინანსო სივრცეში“, - ასე აფასებს საბროკერო კომპანია „თიბისი კაპიტალის“ ხელმძღვანელი ირაკლი ელაშვილი 2018 წელს კაპიტალის ბაზრის ტენდენციებს.

მისი თქმით, ეს არის ალტერნატიული დაფინანსების წყარო იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგის მოძიება.

„2018 წელი „თიბისი კაპიტალისთვის“ საკმაოდ პროდუქტიული იყო. ჩვენ შევძელით 8 ობლიგაციის ემისია წლის განმავლობაში. აქედან 5 ობლიგაცია საჯარო ემისიის გზით დაილისტა საქართველოს საფონდო ბირჟაზე. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ კაპიტალის ბაზარი საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.

ჩვენი მონაცემებით, ეს არის ყველაზე სწრაფად მზარდი პროდუქტი საქართველოს საფინანსო სივრცეში, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ერთის მხრივ „თიბისი კაპიტალს“, რაც ძალიან სასიხარულოა, რადგან გაჩნდა ალტერნატიული დაფინანსების წყარო იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგის მოძიება. შეუძლიათ იყვნენ გამჭვირვალეები და ფიქრობენ, როგორ მოახდინონ დივერსიფიკაცია ამ მიმართულებით. ჯამში, 2018 წელს დალისტული ობლიგაციების ჯამური რაოდენობა გახლდათ დაახლოებით, 200 მლნ ლარი და წლის ბოლოს ეს ნიშნული გაიზარდა 800 მლნ ლარამდე, რაც საკმაოდ დიდი ზრდა არის ამ ბაზარზე“, - აცხადებს ირაკლი ელაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები