ბოლო წლებში სწრაფად მზარდი კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის პარალელურად, საფინანსო სექტორში ფიქრობენ, რომ დღის წესრიგში სხვადასხვა ინსტრუმენტების განვითარების საჭიროება დადგა. სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბიზნესის ნაწილს საკუთარ კაპიტალთან მიმართებით ვალდებულებები მკვეთრად აქვს გაზრდილი, აქედან გამომდინარე, დამატებითი სახსრების მოსაზიდად ალტერნატივა უკვე შესაძლოა, აქციების ბაზარი იყოს. მეორე მხრივ, კეთდება შეფასებებიც, რომ ამ ეტაპზე ადგილობრივი აქციების ბაზრის განვითარებას ნაკლები პერსპექტივა აქვს და მსხვილი კომპანიები ფსონს უცხოურ საფონდო ბაზრებზე დებენ, როგორ ვითარდება საქართველოში კაპიტალის ბაზარი და რეალურად, რომელ ინსტრუმენტებს აქვს პერსპექტივა, რომ კორპორაციული ობლიგაციების პარალელურად განვითარდეს.






























