მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ო’ბრაიანი თბილისშია - შეხვედრები რომელიც სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ გამართა;

მედიის ყურადღება ერთი თემით თუმცა სხვა და სხვა მიმართულებით იყო გაყოფილი. დედაქალაქში დღეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე მართავდა შეხვედრებს, რომელთა შორისაც არ იყო შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან, რომელმაც როგორც პრემიერმა გუშინდელ ბრიფინგზე განმარტა, თავად თქვა უარი ობრაიანთან შეხვედრაზე და არგუმენტად დაასახელა ის, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარე შანტაჟის რეჟიმში შეხვედრებს არ მართავს და შანტაჟის საგნად 2მილიარდი დოლარი დაასახელა, რომელიც მისივე თქმით ყოფილმა პრემიერმა დასავლეთს მიანდო. ირაკლი კობახიძემ ინფორმაციაში ბევრი ბუნდოვანება დატოვა, თუმცა თქვა, რომ თავად ამის შესახებ ინფორმაციას იმიტომ ფლობს, რომ ბიძინა ივანიშვილის თხოვნით მსგავსი შეხვედრების შეთავაზებისას ივანიშვილის თხოვნით თავად ითავსებდა შუამავლის როლს. ირაკლი კობახიძე ობრაიანს სახელმწიფო კანცელარიაში დღეს დილით შეხვდა. ეს საუბარი როგორც აღმოჩნდა წინასწარ გაწერილ გეგმაზე უფრო დიდხანს გაგრძელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები