მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ocean Network Express-ი შავი ზღვის მარშრუტში ფოთის პორტს ამატებს

Ocean Network Express

Ocean Network Express (ONE) შავ ზღვაზე, ახალ მომსახურებას გეგმავს. იაპონური საკონტეინერო და გადამზიდავი კომპანიის ინფორმაციით, ახალი მომსახურება მას შესაძლებლობას მისცემს, გაზარდოს აღმოსავლეთ შავი ზღვის დაფარვა და მომხმარებელს შესთავაზოს სტამბოლი - ფოთი - კონსტანცას ხაზზე ტვირთის გადატანის მომსახურება.

კომპანია მიიჩნევს, რომ ფოთის საზღვაო ნავსადგურის დამატება შესაძლებლობას მისცემს, მომხმარებელს ამ მნიშვნელოვან ბაზარზე ტვირთის მიტანის მეტი ვარიანტი შესთავაზოს.

სტამბოლი- ფოთი- კონსტანცა- სტამბოლის მარშრუტზე გემები ყოველკვირეულად იმოძრავებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები