მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ჩაძირული გემის, ტიტანიკის ხილვის მსურველთა რაოდენობა არ იკლებს. OceanGate-ის უმძიმესი ტრაგედიიდან ორი წლის თავზე, ხომალდს კიდევ ერთი მილიარდერი ეწვევა. მართალია, მისი ვინაობა ჯერჯერობით არ საჯაროვდება, თუმცა დადასტურებულად ვიცით, რომ ექსპედიცია $10 მილიონი დაჯდება.
გავრცელებული ინფორმაციით, წყალქვეშა ნავი სახელად ტრიტონი წინამორბედი ტიტანისაგან განსხვავებით გაცილებით უფრო დაცული იქნება. მასში უსაფრთხოების სტანდარტები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული და იმპლოზიის განმეორების ალბათობაც მინიმუმამდე დაიწევს. როგორც ირკვევა, ტიტანიკის ხილვით დაინტერესებულ მილიარდერს საზოგადოებაში მსგავსი ექსპედიციებისადმი ნდობის აღდგენა სურს და პირველი სწორედ ამიტომ აპირებს ჩასვლას.
ახალი წყალქვეშა ნავი თითქმის 4 კილომეტრის სიღრმეზე ჩავა და მასში მსხდომთ 113 წლის წინ ჩაძირული სახელგანთქმული გემის, ტიტანიკის ხილვის საშუალებას მისცემს. Triton Submarines-ის აღმასრულებელი დირექტორი, პატრიკ ლეჰი მილიარდერის სურვილს დადებითაც აფასებს და ამბობს, რომ უსაფრთხოების წესების გაუთვალისწინებლობის გამო მომხდარმა ტრაგედიამ ადამიანებს წყალქვეშა მოგზაურობებისადმი ინტერესი არ უნდა გაუქროს.

























