„ქართულმა ოცნებამ“ აშშ-ში ლობისტური კომპანია Hogan Lovells US LLP დაიქირავა. შესაბამისი ხელშეკრულება მხარეებს შორის უკვე გაფორმდა.
როგორც გაფორმებულ დოკუმენტშია აღნიშნული, კომპანია იმუშავებს აშშ-საქართველოს სტრატეგიული კავშირების გაძლიერებაზე. ამასთან ის რჩევებს მისცემს აშშ-საქართველოს ორმხრივ კავშირებთან დაკავშირებით.
ლობისტურ კომპანიას „ქართულმა ოცნებამ“ თვეში 75 000 დოლარი უნდა გადაუხადოს, ხელშეკრულება 2020 წლის 1 თებერვლიდან 2021 წლის 31 იანვრამდე პერიოდს მოიცავს. ჯამში "ქართულ ოცნებას" 900 000 დოლარის გადახდა მოუწევს.
შესაბამის დოკუმენტს ხელს ირაკლი კობახიძე აწერს, იგი 30 იანვრით თარიღდება.