მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ოცნების" დეპუტატი გიორგი ბეგაძე "ევროპული საქართველოს" ინიციატივას პოპულისტურს უწოდებს"

5c5084d9831fa
ელენე ჩომახიძე
29.01.19 23:17
2122
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ბეგაძე ფიქრობს, რომ “ევროპული საქართველოს” დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ მომზადებულ კანონპროექტის იდეა, რომელიც უძრავი ქონების გამქირავებელთათვის საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს, საინტერესოა, თუმც - პოპულისტური.

„ვფიქრობ, იდეა ზოგადად საინტერესოა, რადგან რომ ეს ეხება საზოგადოების გარკვეული ნაწილის კეთილდღეობას, თუმცა დავინახე, რომ ინიციატორის მხრიდან წარმოდგენილი ცვლილების პროექტი ცოტა უფრო მეტად პოპულისტური იყო გამომდინარე იქიდან, რომ საკითხი საკმაოდ მოუმზადებელი იყო და ძალიან ბევრი შეკითხვები გააჩინა, რომლებზეც საჭირო იყო უფრო მეტად დამაჯერებელი პასუხები“, - განაცხადა ბეგაძემ.

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ რადგან ზემოაღნიშნული კანონპროექტი ბიუჯეტის ცვლილებებს ეხება, ამ საკითხზე მსჯელობა როგორც - საპარლამენტო, ისე სამთავრობო ფორმატშიც გაგრძელდება.

„მაგალითად, თუ ადამიანი საჯარო მოხელეა, ის ვერ დარეგისტრირდება როგორც მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე სუბიექტი და შესაბამისად, ვერ მოექცევა ამ შეღავათიან რეჟიმში, აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ ბევრი შეკითხვაა ამ საკითხის ირგვლივ“, - აღნიშნა მან.

კანონპროექტის ინიციატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი აღნიშნული საკითხის ირგვლივ უმრავლესობის წარმომადგენლების შენიშვნებს იზიარებს და bm.ge-თან საუბარში აცხადებს, რომ მთავარია, მოხდა ცვლილების ძირითად პრინციპზე შეთანხმება.

„საჯარო მოხელეებთან მიმართებით, ჩვენ მზად ვართ, ვისაუბროთ იმაზე საჭირო იქნება კანონპროექტის კორექტირება თუ საკმარისი იქნება მთავრობის არსებულ დადგენილებაში ცვლილების შეტანა. თუ მთავრობის მხრიდან პოლიტიკური ნება იქნება რაზეც დეპუტატი გიორგი ბეგაძე საუბრობდა ის აბსოლუტურად განხორციელებადია“ , - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები