მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ოცნების" ეკონომიკური პოლიტიკა - ექსპერტები მმართველი გუნდის მიღწევებსა და შეცდომებს ასახელებენ

57f746e297cad
თათია ჩაფიჩაძე
07.10.16 10:52
1658
რამდენად გაამართლა „ქართული ოცნების“ ბოლო 4 წლის განმავლობაში გატარებულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ? – „საქმიანმა დილამ“ შეფასება ეკონომისტებს სთხოვა.

ბოლო 4 წლის ეკონომიკური პოლიტიკის შეფასებისას ყველაზე მნიშვნელოვან და პოზიტიურ გადაწყვეტილებას შორის ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას და ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობების დაწყებას გამოყოფს. ასევე პოზიტიურ ჩამონათვალში მოხვდა მოგების გადასახადის რეფორმა და გაკოტრების შესახებ კანონდებლობის გამარტივება. თუმცა ხორგუაშვილის შეფასებით, 2016 წელს ქვეყნის მაკროეკონომიკური გარემო 2012-თან შედარებით მნიშვნელოვნად გაუარესებულია.

"აუცილებლად უნდა აღინიშნოს მთავრობის საგარეო ვალი, რომელიც ნომინალში დაახლოებით 600 მლნ ლარით არის გაზრდილი, უფრო სწორი კი იქნება მშპ-თან დავითვალოთ, რომელიც 33%-დან 41%-მდე ავიდა. ასევე საშინაო ვალია მნიშვნელოვნი, რომელიც უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში თითქმის გაორმაგდა.“ - აცხადებს ხორგუაშვილი.

ოცნების ხელისუფლების მიერ მიღებულ კანონებზე საუბრისას, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეოაბზე და ქვეყანაში ფულადი ნაკადების შემოდინებაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა, ეკონომისტები მიწებზე დაწესებულ რეგულაციებსა და ასევე სავიზო რეგულაციებს ასახელებენ.

ერთ-ერთ მთავარ შეცდომად სახელდება ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის საკითხის დაყენებაც. ეკონომისტები ფიქრობენ, რომ ამ ფაქტით ეროვნული ბანკის იმიჯი შეილახა, რამაც უარყოფითი გავლენა არა მხოლოდ ვალუტაზე, არამედ ფინანსურ სტაბილურობაზეციქონია.

„შეცდომები იყო ძალიან ბევრი. ყველაზე მთავარი რაც მახსენდება იყო სავიზო რეგულაციების დაწესება, რომელიც შემდგომ ისევ გაუქმდა, თუმცა ამან ისევე როგორც მიწებზე დაწესებულმა რეგულაციებმა ქვეყანას იმჯი მნიშვნელოვნად შეულახა. ასევე თვალშისაცემი იყო შეუთანხმებელი მოქმდედებები ეროვნულ ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის. „ - აცხადებს ეკონომისტი აკაკი ცომაია.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი ზურა კუკულაძე მთავარ მიღწევას შორის სახელმწიფოსგან ბიზნესის გათავისუფლებას ასახელებს. შეცდომებზე საუბრისას კუკულაძე მოქმედ მთავრობას, ეროვნულ ბანკთან ურთიერთობისას სისუსტის გამოვლენაში ადანაშაულებს.

„მთავარი პრობლემები ეხებოდა ლარის კურსს. ვფიქრობ, რომ მთავრობას უნდა აეღო პასუხისმგებლობა ეროვნულ ბანკზეც და არ უნდა ეთამაშათ მათ მოჩვენებითი დემოკრატიულობანა. იმის გამო, რომ ქვეყნას მართავდა სხვა პოლიტიკური გუნდი, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა კი სხვა პოლიტიკური გუნდის მიერ იყო არჩეული, მათ შორის ვერ შედგა სწორი კომუნიკაცია. მთავრობას დააკლდა პრინციპულობა იმისთვის რომ დაგვეცვა ვალუტის კურსი.“ - მიიჩნევს კუკულაძე.

რაც შეეხება სამომავლოდ მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას, ექსპერტები ფიქრობენ, რომ მოქმედი მიდგომა ძირეულ შეცვლას საჭიროებს.

„საჭიროა რადიკალური ეკონომიკური რეფორმები, რაც სერიოზულ ლიბერალიზაციას გულისმხობს. საუბარია საგადასახადო კოდექსში ცვლილებებზე, გადასახადებისა და ასევე საბიუჯეტო ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირებაზე. ასევე ბიუროკრატიის მინიმუმამდე დაყვანაზე“ - მიაჩნია აკაკი ცომაიას.

ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე საუბრისას ხორგუაშვილი ყურადღებას სამ ძირითად საკითხზეამახვილებს.

„აუცილებელია კერძი საკუთრების დაცულობა, ამისთვის კი საჭიროა ფინანსური პოლიციის გაუქმება და ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც მთავრობას კანონდებლობით შეზღუდავს. მეორე საჭიროა კონსერვატიული ფისკალური პოლიტიკა, რაც გადასახადებისა და ხარჯის მკვეთრ შემცირებას და შემდგომ მის გაყინვას გულისხმობს. ასევე აუცილებელია რომ ბიუჯეტის დაბალანსება და ვალის გასტუმრება მოხდეს“ – განაცხადა ზვიად ხორგუაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები