მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ოცნების" მთავრობამ ააყვავა ბიზნესი? – "წინ გადადგა ნაბიჯი"

5ca4ff53d4a13
თელარა გელანტია
03.04.19 23:17
2039
„ქართული ბიზნესისთვის რენესანსის პერიოდი იწყება“, - ამ სიტყვების ავტორი ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილია. 2012 წლის შემდეგ მას ეს სიტყვები ბევრჯერ გაახსენეს.
„Forbes Georgia”-სთვის 2013 წელს მიცემულ ინტერვიუში რენესანსის პერიოდზე ნათქვამი შეფასება ბიზნესმენმა ასე ახსნა: „წინა ხელისუფლებამ ბიზნესის აყვავების უნიკალური შანსი ხელიდან გაუშვა“.

რამდენიმე დღის წინ ჩაწერილ ინტერვიუში bm.ge-ის საშუალება ჰქონდა, ლაშა პაპაშვილისთვის ბიზნესის „რენესანსზე“ კიდევ ერთხელ დაესვა კითხვები.

ბატონო ლაშა, რას ფიქრობთ დღეს - „ოცნების“ მთავრობამ რა ჰქმნა?... ააყვავა ბიზნესი?

წინ გადადგა ნაბიჯი მაინც, მე ასე ვიტყოდი... თუ იმას გავიხსენებთ, როგორ კონტექსტში ვთქვი, აუცილებლად უნდა დავაზუსტოთ, რომ აღორძინება ასე უცებ არ ხდება - როგორც ხელოვნებაში, ისე ბიზნესსა და პოლიტიკაში. ჩვენი ქვეყნის აღზევება დაიწყო მე-9 საუკუნეში და დაგვირგვინდა მე-12-ში და ამდენად, დრო სჭირდება ამას. მთავარია, წინ წავედით...
 
რას გულისხმობთ წინ წასვლაში?

ყველაზე მოკლე მაგალითი შემიძლია ვთქვა ის, თუ რატომ მივდივართ „აღორძინებისკენ“, ბრჭყალებში, ჯერჯერობით, მაგრამ მაინც გზაზე ვართ... ეს არის ის, რომ ასეთი მიმდინარე ანგარიშის ბალანსი, რაც ამ ქვეყანას იანვარ-თებერვალში ჰქონდა, არ ჰქონია არასდროს, რაც მე ბიზნესში ვარ, აგერ უკვე 25 წელია.

თქვენთვის, როგორც ერთი რიგითი ბიზნესმენისთვის რამდენად პროგნოზირებადია საქართველოს ბიზნეს გარემო?

დღესდღეობით საკმაოდ, მაგრამ თუ თქვენ ბოლო პერიოდში შექმნილ სიტუაციას გულისხმობთ, შეიძლება ცოტა აირია, მაგრამ იმედია დალაგდება. ჩვენი ვალდებულებაა, რომ დავალაგოთ.

მთავრობის ვალდებულებებს რაში ხედავთ ამ მიმართულებით?

მათი ვალდებულებაა (დალაგება) უფრო მეტად... საკონტროლო პაკეტი მათია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები