მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც ივანიშვილიც ესწრება

5c59377ba9ca1
თელარა გელანტია
05.02.19 11:11
915
ამ წუთებში "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

სხდომას ესწრებიან პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, გენერალური მდივანი კახა კალაძე და აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე. პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე იმყოფება ასევე პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც.

მედიისთვის ჯერჯერობით უცნობია, რა თემებზე იმსჯელებს უმრავლესობა.

აღსანიშნავია, რომ 6 თებერვალს უმრავლესობის სხდომაც გაიმართება.

წყარო: IPN 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები