მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საკვები პროდუქტებიდან ყველაზე მეტად წიწაკა გაძვირდა

5c0fbd641dfd8
BM.GE
11.12.18 17:35
1402
რა გაძვირდა ყველაზე მეტად "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ? - ამ სათაურით აქვეყნებს მასალას forbes.ge, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციის მიხედვით, ბოლო 6 წელიწადში ანუ 2012 წლის ნოემბრის ბოლოსთან შეადრებით, 2018 წლის ნოემბრის ბოლოს ინფლაციამ 20% შეადგინა. ეს იმას ნიშნავს, რომ სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონელი და მომახურება 20%-ით გაძვირდა.

აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტად ადგილობრივი წარმოების უფილტრო სიგარეტი გაძვირდა - 186%-ით, ანუ ფასი თითქმის გასამმაგდა. მე-2 ადგილზე ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი სიგარეტია, რომლის ფასი 156%-ით გაიზარდა. შემდეგ იმპორტირებული ფილტრიანი სიგარეტი მოდის, რომლის ფასი გაორმაგდა.

საკვები პროდუქტებიდან ყველაზე მეტად წიწაკაა გაძვირებული - 84%-ით.

ყველაზე მეტად გაძვირებული 20 პროდუქტიდან 6 სამკურნალო საშუალებაა. მათ შორის, ყველაზე მეტად საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები გაძვირდა - 82%-ით.
სხვა მნიშვნელოვანი პროდუქტებიდან აღსანიშნავია, რომ კარტოფილი გაძვირებულია 37%-ით, ხმელი ლობიო - 32%-ით, ლუდი - 29%-ით, კომბოსტო - 27%-ით, ხახვი - 22%-ით, მაკარონი - 19%-ით, ხორბლის ფქვილი - 12%-ით, კვერცხი - 10%-ით, ბენზინი - 17%-ით, ავტომობილის შეკეთება - 15%-ით.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები