უკრაინაში, ოდესის ოლქში პროდუქტებზე, წამლებსა და საწვავზე ფასების ზრდა აკრძალეს – შესაბამისი ბრძანება ოდესის ხელისუფლებამ გასცა.
"ჩვენ ვაკონტროლებთ ფქვილის, შაქრისა და წიწიბურის უწყვეტ მიწოდებას. ასევე გავეცი ბრძანება გაძვირების აკრძალვასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ოდესის საომარი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ მარჩენკომ.
უკრაინული სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყანაში საომარი მოქმედების გამოცხადებისთანავე ზოგიერთ სასურსათო ქსელში გამოჩნდა სოციალური თაროები, რომელზეც პირველადი მოხმარების პროდუქტები უფასოდ არის განთავსებული.
"შეგიძლია? – დადე, გჭირდება? – აიღე"– აღნიშნულ თაროებზე მსგავსი წარწერებია გაკეთებული.

























