მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოდილ რენო-ბასო: EBRD მხარს დაუჭერს უკრაინას

6217953372612
თელარა გელანტია
24.02.22 18:27
710
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას გმობს.

EBRD-ის პრეზიდენტ ოდილ რენო-ბასოს განცხადებით, დღეს დილით ის ესაუბრა უკრაინის ხელისუფლებას და ბანკის მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა.

„ჩემი ფიქრებით ვარ უკრაინელ ხალხთან და ბიზნესპარტნიორებთან. ჩვენ ვართ მთავარი ინსტიტუციური ინვესტორი უკრაინაში და ჩვენი ურთიერთობა 30 წელზე მეტს ითვლის.

უკრაინასთან თანამშრომლობის ღრმა და კარგად ჩამოყალიბებული ფესვები გვაქვს. ბანკი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას.

ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას და საჭიროების შემთხვევაში გვექნება რეაგირება.

ეს არის ძალიან სერიოზული მომენტი უკრაინისთვის და მთელი მსოფლიოსთვის.

EBRD მხარს დაუჭერს უკრაინას“, - წერს ოდილ რენო-ბასო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები