მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ოდირი" საქართველოში შეკრების თავისუფლებაზე მოქმედი საკანონმდებლო ცვლილებების მიმოხილვას გამოაქვეყნებს

აქცია

"ოდირი" მალე გამოაქვეყნებს სამართლებრივ მიმოხილვას საქართველოში ბოლო დროს მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაზე მოქმედებს. როგორც ორგანიზაცია X-ზე წერს, შეფასება საქართველოს სახალხო დამცველის მოთხოვნის საფუძველზე მომზადდება.

"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს და ვაგრძელებთ დახმარების გაწევას საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განმტკიცების კუთხით",- წერს "ოდირი".

"ქართული ოცნების" პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაჩქარებული წესით შეიტანა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილე 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვისთვის, თუ რაოდენობის გათვალისწინებით აქციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია. იგივე ქმედების განმეორება კი უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები