საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტის ფასი მაღალია - ამის შესახებ OECD-ის მიერ გამოქვეყნებული ახალ ანგარიშშია აღნიშნული. ანგარიშში წერია, რომ ქვეყანაში ფიქსირებული ინტერნეტის ფასი ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის მიერ რეკომენდირებულ ზღვარს, კერძოდ, მთლიანი ეროვნული შემოსავლის 2%-ს აღემატება და 2.35%-ს შეადგენს. ამასთან, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის პრობლემა წარმოადგენს. - კვლევის თანახმად, საქართველოში ინტერნეტთან დაკავშირებული კომპანიების უმრავლესობა 30 მეგაბიტ წამზე დაბალი სიჩქარის ინტერნეტით სარგებლობს.
სტუმარი: უჩა სეთური - მცირე და საშუალო ტელეკომოპერატორების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი;