ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში (OECD) გაწავრიანებულ ქვეყნებში უმუშევრობის დონე იანვარში მკვეთრად შემცირდა და 2008 წლიდან მოყოლებული ყველაზე მინიმალურ მაჩვენებელზე დაფქსირდა - აღნიშნულის შესახებ ორგანიზაციის პრეს-რელიზშია ნათქვამი.
OECD-ის წევრ ქვეყნებში თებერვალში 38.3 მილიონი უმუშევარი იყო, როდესაც 2008 წლის კრიზისამდე აპრილში ეს რიცხვი 5.7 მილიონით ნაკლები იყო. გასული წლის დეკემბრის მონაცემებით, უმუშევრობის დონემ ევროპის ქვეყნებში 9.6% შეადგინა.
მიმდინარე წლის იანვარში ევროზონაში უმუშევრობის დონე დეკემბრის მაჩვენებელზე - 9,6% დარჩა. ევროკავშირის ქვეყნებში აღნიშნული მაჩვენებელი 8,1%-მდე შემცირდა. გასული წლის დეკემბერში ამერიკის შეერთებულ შტატებში უმუშევრობა 4.7%-დან 4.8%-მდე გაიზარდა, იაპონიაში კი 3.1%-დან 3%-მდე შემცირდა. იაპონიის მაჩვენებელი OECD-ის ქვეყნებს შორის მინიმალურია, ხოლო მაქსიმალური უმუშევრობა ესპანეთში დაფიქსირდა.
ანგარიშის მიხედვით, უმუშევრობის დონე ასევე მაღალი იყო 15-დან 24 წლის ასაკამდე ახალგაზრდებს შორის.

























