ბიზნეს ცენტრში "ტაბიძე 1"(კომპანია "რედიქსი") ოფისებით მომსახურების უმსხვილესი საერთაშორისო კომპანიის REGUS-ის წარმომადგენლობა გაიხსნება. წამყვანი გლობალური ბრენდის ადგილობრივ ოფისს კომპანიის რეგიონალური დირექტორი ნიკოლაი დეულინი გახსნის. ღონისძიებას დაესწრებიან მთავრობის წევრები, ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნეს სექტორის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. გახსნა 22 ივნისს, 17:00 საათზეა დაგეგმილი.
Regus-ი ლიდერია მოქნილი პირობების მქონე სამუშაო სივრცეების უზრუნველყოფის სფეროში მთელ მსოფლიოში. მისი მომხმარებლები არიან ყველაზე წარმატებული სამეწარმეო ორგანიზაციები, ინდივიდუალური პირები და მრავალმილიონიანი ბიუჯეტის მქონე კორპორაციები.
“Regus-ის მსგავსი კომპანია ძალიან ცოტაა მსოფლიოში. დღეს ის 3000 ოფისს ფლობს სხვადასხვა ქვეყანაში და ძალიან სწრაფად იზრდება. მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში, რაც ჩვენ მათთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით, Regus-ის ქსელი 1000 ახალი ოფისით გაფართოვდა,”- აღნიშნავს ლაშა პაპაშვილი,უძრავი ქონების განვითარების წამყვანი ქართული კომპანიის “რედიქსის” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი.
propertygeorgia.ge

























