მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ოფიციალური გაცვლითი კურსის 2.72-მდე გამყარების მიუხედავად, ბანკებში დოლარის ღირებულება 2.83 ლარს აჭარბებს

დოლარი ფული

დღეს ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.22 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7246 ლარი გახდა. ევროსთან კი ლარი 0.38 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9540 ლარი გახდა.

თუმცა, ამ გამყარების მიუხედავად, ლარის მიმდინარე კურსი კურსი გაუფასურდა, რაც განსაკუთრებით სამუშაო დღის ბოლოს აღინიშნა. არსებული მდგომარეობით, კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ყიდვა 2.84 ლარად, გაყიდვა კი 2.72 ლარად არის შესაძლებელი. ერთი ევროს ყიდვა 3.10 ლარად, გაყიდვა კი 2.93 ლარად არის შესაძლებელი.

Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დღევანდელი ვაჭრობა აშშ დოლართან მიმართებით 2.71 ლარის კურსზე გაიხსნა, 3-4 საათისთვის კი კურსი ჯერ 2.74-მდე, შემდეგ კი 2.76-მდე გაიზარდა. არსებული მდგომარეობით ერთი დოლარის საფასური Bloomberg-ის სისტემაში 2.7750 ლარს შეადგენს. შესაბამისად, ეს 6.50-თეთრიანი გაუფასურებაა დღევანდელი სავაჭრო სესიის განმავლობაში.

ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი ბანკთაშორის ბაზარზე 24 საათის განმავლობაში დადებული გარიგებების საშუალო არითმატიკულით გამოითვლება. ათვლა იწყება სამუშაო დღის ხუთი საათიდან და სრულდება მომდევნო სამუშაო დღის ხუთ საათზე. დღეს ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის გამყარება კი მიანიშნებს, იმაზე რომ დღევანდელ სავაჭრო სესიაზე, რომელიც 16:30-ზე დასრულდა, ჭარბობდა ისეთი ტრანზქციები რომელთა ღირებულებაც გუშინდელ სავაჭრო სესიაზე არსებულ კურსზე უფრო დაბალი იყო. ამასთან ყველა გარიგება, რომელიც განხორციელდა დღეს 16:30-დან აისახება ორშაბათის ოფიციალურ გაცვლით კურსზე.

საქართველოს ეროვნულ ბანკს დღეს სავალუტო ინტერვენციის განხორციელების შესახებ განცხადება არ გაუკეთებია, ბოლო ინტერვენცია სებ-მა 60 მილიონი დოლარის ოდენობით 16 მაისს განახორციელა. არ არის გამორიცხული სებ-ი სავალუტო ბაზარზე დღესაც ჩარეულიყო, თუმცა აღნიშნული შესაძლოა Bmatch პლატფორმით განხორციელდა, რა სისტემითაც განხორციელებულ ოპერაციებს სებ-ი არ ასაჯაროებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები