თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა ინფორმაციას, რომლის თანახმად, თეატრალური უნივერსიტეტის რექტორმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სტუდენტებს სტატუსი არ შეუწყვიტოს, სოციალურ ქსელში პასუხობს და წერს, რომ მათ ამ გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალური მეილი ჯერ არ მიუღიათ.
"ვრცელდება ინფორმაცია, რომ სტატუსი აღგვიდგა, თუმცა არანაირი ოფიციალური მეილი ამის შესახებ არ მიგვიღია", - წერს თეატრალურის სტუდენტური მოძრაობა.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სტუდენტებს სტატუსი არ შეუწყვიტოს.