მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"[„ოფშორების კანონი“] ფულს საერთოდ არ ეხება" - პაატა კვიჟინაძე

კვიჟინაძე

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, პაატა კვიჟინაძე მედიასთან აცხადებს, რომ „ოფშორების კანონი“ ფულს საერთოდ არ ეხება.

მისი განმარტებით, თუ ფიზიკურ პირს, კომპანია ოფშორში აქვს და იქიდან საქართველოში კომპანიას ფლობს, ეს ოფშორი აღარ უნდა და საქართველოში უნდა გადმოსვლა, ამ პირს სახელმწიფო ერთჯერადად აპატიებს.

„ჩვენ ამ კანონთან დაკავშირებით, როდესაც ოპოზიციას ვესაუბრებოდით, ყველა მოხარული იყო და ყველა მხარს უჭერდა. ისე გავიარეთ პირველი მოსმენა კომიტეტისაც და სესიაც, რომ ხმა არავის ამოუღია. მეორე მოსმენაზეც, კომიტეტზე ხმა არა ამოუღია. მეორე მოსმენაზე, სესიაზე დაემთხვა "გამჭვირვალობის კანონი", ვიღაცამ მათ სიგნალი მისცა და საერთოდ ეკონომიკაზე რომ არ უსაუბრიათ, იმ ხალხმაც ლაპარაკი დაიწყეს. რატომ? - უბრალოდ ვიღაცამ უთხრა, რომ იცით იქ ოფშორია ნახსენები, შავი ფული, თეთრი ფული და ხალხს შეიძლება ცუდ ნალექად დარჩეს.

ოფშორები ან იურისდიქციაშია დასავლეთის, ან აკონტროლებენ მთლიანად. იქ ვერ მოხდება შავი ფული, რუსული ფული, სანქცირებული და ა.შ. მაშინ გამოდის, რომ ისინი იფარავენ ხალხს სანქციებისგან, რა სანქციებსაც თავად აწესებენ. ამის გარდა, ეს ოფშორები არ არის ის ოფშორები, რომელიც იყო 30 წლის წინ. იგივე ამერიკამ, ევროპამ ძალიან შეავიწროვეს და ოფშორებიდან ყველა ინფორმაციის მიღება შეიძლება. თუ, მაგალითად ფინანსთა სამინისტრო შეკითხვას აგზავნის, მოდის ყველაფერი. კერძოდ, ვისი დაფუძნებულია, მის უკან ვინ დგას და ა.შ. ამიტომ მაგნაირი არაფერი არ არის.

რაც შეეხება ფულს, ფულს საერთოდ არ ეხება. გამჭვირვალობამ გამოაქვეყნა, რომ ასეთი კომპანია 3200-ია. ამიტომ, აქ არანაირი პრობლემა არ არის. აქ საქმე ეხება იმას, რომ თუ ფიზიკურ პირს კომპანია ოფშორში აქვს და იქიდან საქართველოში კომპანიას ფლობს, ეს ოფშორი აღარ უნდა და საქართველოში უნდა გადმოსვლა, ერთჯერადად ვპატიობთ გადმოსვლის მომენტს“,-აცხადებს კვიჟინაძე.

მისივე ცნობით, ის მოხარული იქნებოდა, რომ ქვეყანაში ყველა კომპანია შემოსულიყო, თუმცა აღნიშნული კანონი მხოლოდ იმ ფიზიკურ პირებს შეეხებათ, ვინც საქართველოში კომპანიას ფლობს.

რაც შეეხება კითხვას, ბიძინა ივანიშვილი აპირებს თუ არა ბიზნესის საქართველოში გადმოტანას, თქვა, რომ არ იცის, მაგრამ თუ დააპირებს, მას ძალიან გაუხარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები