ოფშორების კანონი ისევ პარლამენტშია. დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავს. სალომე ზურაბიშვილმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო 3 მაისს დაადო და მოტივირებული შენიშვნებით "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებები პარლამენტს უკან დაუბრუნა. პრეზიდენტი მიუთითებს, რომ კანონი საქართველოს საინვესტიციო სტატუსის შესახებ გარკვეულ რისკებს წარმოშობს. როგორც სალომე ზურაბიშვილის შენიშვნებშია აღნიშნულია, დარგის ექსპერტთა აზრით, ეს შეღავათი აჩენს შესაძლებლობას, რომ საქართველოში რუსეთიდან ოფშორებში გატანილი შაბი ფული და აქტივების გადმოიტანონ. ამასთან, დოკუმენტში მითითებულია, რომ ცვლილებები, შესაძლოა, რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის საბაბად იქცეს. შენიშვნებს კომიტეტზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი წარადგენს.