მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ოფშორების კანონზე“ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა პარლამენტში

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა. კომიტეტმა სალომე ზურაბიშვილის მოტივირებული შენიშვნები საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებებზე დღეს განიხილა. სხდომის წევრებს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ წარუდგინა.პრეზიდენტი მიუთითებს, რომ კანონი საქართველოს საინვესტიციო სტატუსის შესახებ გარკვეულ რისკებს წარმოშობს. როგორც სალომე ზურაბიშვილის შენიშვნებშია აღნიშნულია, დარგის ექსპერტთა აზრით, ეს შეღავათი აჩენს შესაძლებლობას, რომ საქართველოში რუსეთიდან ოფშორებში გატანილი შაბი ფული და აქტივების გადმოიტანონ. ამასთან, დოკუმენტში მითითებულია, რომ ცვლილებები, შესაძლოა, რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის საბაბად იქცეს.

რისთვის იღებს ქართული ოცნება ოფშორების კანონს და რა რისკებს ხედავს ოპოზიცია?

სტუმარი: რომან გოცირიძე - დეპუტატი, ევროოპტიმისტები;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები