მიღმა რუსული კანონის გარშემო მიმდინარე პროცესებისა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რაც გუშინ გაჟღერდა, საგადასახადო კოდექსში მოსალოდნელ ცვლილებებს უკავშირდება. კერძოდ, ოფშორული ტერიტორიიდან საქართველოში კომპანიის ან საკუთრების გადმოტანა შესაძლოა აღარ დაიბეგროს.
ცვლილებების ავტორების აზრით, კანონპროექტის მიზანია, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოდან აქტივების საქართველოში გადმოტანის პროცესის წახალისება, ამ ოპერაციებზე დროებითი საგადასახადო შეღავათების დადგენის გზით.
მომზადებულ ცვლილებებს გუშინ გამოეხმაურნენ ოპოზიციის წევრები. პარლამენტის დეპუტატი, პარტია „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი, ფიქრობს, რომ ოფშორული ტერიტორიიდან საქართველოში კომპანიის ან საკუთრების გადმოტანა დაბეგვრის გარეშე შესაძლოა ნიშნავდეს იმას, რომ ოცნება სანქციებისთვის ემზადება.
სტუმარი: ალექსანდრე რაქვიაშვილი - პარლამენტის დეპუტატი, პარტია „გირჩის“ წევრი;