ოფშორებიდან საქართველოში - მმართველი გუნდი დაჩქარებულად განიხილავს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს, რომლის მიხედვით, ოფშორიდან ქართულ კომპანიებზე წილების გადმოფორმება და აქტივების გადმოტანა ყველა სახის გადასახადისგან გათავისუფლდება. კანონპროექტის ავტორთა თქმით, ცვლილების მიზანია საქართველოში მოქმედმა ბიზნესმა ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული კომპანიები სრულად საქართველოში გადმოიტანონ. ოპოზიცია კი ეჭვობს, რომ შეღავათი ქართული ოცნების დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილისთვის წესდება, რომელსაც ძირითადი კომპანიები სწორედ ოფშორულ ზონებში აქვს დარეგისტრირებული. რატომ დადგა დღის წესრიგში დაჩქარებული წესით ცვლილების მიღება? რა ეჭვები და კითხვები აქვს ოპოზიციას?