საქართველოს მთავრობამ ოთხი წლის შემდეგ პირველად, ღია მმართველობის ეროვნული სამოქმედო გეგმა გამოაქვეყნა. უკანასკნელი ასეთი სტრატეგია 2018-2019 წლებს მოიცავდა, მას შემდეგ კი ეროვნული სტრატეგიები არ გამოქვეყნებულა, რისთვისაც საქართველომ OGP-ის კრიტიკა დაიმსახურა.
“ღია მმართველობის პარტნიორობა” არის გლობალური ქსელი, რომლის მიზანიც მსოფლიოს ქვეყნებში ინფორმაციის საჯაროობისა და ღია მმართველობის ხელშეწყობაა. ორგანიზაციამ 2023 წლის თებერვალში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას მიმართა წერილით, რადგანაც საქართველომ არ დაიცვა OGP-ის პროცესი სამოქმედო გეგმის ორი ციკლის პერიოდში და არ წარადგინა 2021-2023 და 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმები. აღნიშნულ წერილში OGP-ის აღმასრულებელი დირექტორი სანჯეი პრადანი აცხადებდა, რომ საქართველომ 2022 წელს დაარღვია ვადები, რაც საქართველოს OGP-ში მონაწილეობის საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა.
ახალი სტრატეგიის შემუშავებისა და გამოქვეყნებისთვის OGP-იმ საქართველოს ვადად 2023 წლის 31 დეკემბერი განუსაზღვრა, საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, სტრატეგიის დამტკიცება 2023 წლის 29 დეკემბერს მოხდა.
შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა გამჭვირვალობის სტრატეგია, თუმცა თავად ფაქტი, თავად რომ ამ სტრატეგიის გამოაქვეყნებდა, არ მომხდარა წინა წლების განმავლობაში, რისთვისაც მთავრობამ OGP-ისგან შენიშვნაც დაიმსახურა, მეტყველებს იმაზე, რომ უკანასკნელ წლებში მთავრობის გამჭვირვალობა შემცირებულია. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენად ეფექტიანი აღმოჩნდება ახალი სტრატეგია და რამდენად პროაქტიულად გამოქვეყნდება სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაცია.
ღია მმართველობის ეროვნულ სტრატეგიაში საუბარია ისეთ სისტემებზე და პროცესებზე, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ამჟამადაც აქვეყნებს, მათ შორისაა საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციების გამჭვირვალობის სისტემა. მომავალში დაგეგმილ აქტივობებს შორისაა:
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული შემოწმებების თაობაზე ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული კულტურული და შემოქმედებითი აქტივობების შესახებ ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული შემოწმებების თაობაზე ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
სსიპ – შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ განხორციელებული ინსპექტირებების შესახებ სტატისტიკური მონაცემების პროაქტიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
სასამართლო გადაწყვეტილებების პროაქტიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
მთავრობის სხდომების შესახებ ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების პროაქტიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან გაცემული დაფინანსების ფარგლებში განხორციელებული შესყიდვების შესახებ ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
ერთიან სახელმწიფო რეესტრში დარეგისტრირებული მონაცემთა ბაზების ჩამონათვალის პროაქტიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებზე მშენებლობის ნებართვების გაცემის და არსებული მშენებლობის ნებართვების სახელმწიფო ზედამხედველობის თაობაზე ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
ენერგეტიკული პროექტების შესახებ ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შესახებ ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების ფაქტების შესახებ ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
ნავთობისა და გაზის მოპოვების მიმართულებით კანონაღსრულების კონტროლის მიზნით გატარებული ღონისძიებების შედეგების შესახებ ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა